დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

კორპორატიული 5 დღიანი ტური

სათავგადასავლო ტურები

750 699n

ტურის შესახებ:

  • ჯგუფში მაქსიმუმ 20 ზრდასრული;
  • ხანგრძლივობა: დაახლოებით 5/8 სთ დღეში;
  • დაწყების დრო: სტუმრებთან შეთანხმებით, თუმცა, სასურველია 9:30-დან;
  • კულტურული გიდის მომსახურება სურვილის შემთხვევაში: ინგლისური.
  • ტრანსპორტირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანვე (ტრანსფერი) და სასტუმროდან გაყვანა [ტრანსპორტის მოდელი: Mini Bus 20 პერსონაზე].

 


თქვენს წინაშეა ღვინის დეგუსტაციისა და კულტურულ-სათავგადასავლო ტური საქართველოში. იგი მოიცავს: კახეთის რეგიონს, ქართლის რეგიონს, მცხეთა-თიანეთის რეგიონს. 20 კაციანი 5/6 დღიანი ჯგუფური ტურით თქვენ აღმოაჩენთ საქართველოს აღმოსავლეთი მხარის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს და უზადო პეიზაჟებს, ისიამოვნებთ პატარძეულის ბრენდულ მაღაზიაში ევროპული და ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენების ისტორიითა და დეგუსტაციებით, თონეში „დედას პურის“ ჩაკვრითა და ხინკლის მასტერკლასებით.

მოგზაურობის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ  იბერიის სამეფოს ძველ დედაქალაქ მცხეთას, მომლოცველობითი პროგრამის ელემენტებით, ეწვევით „შიო-მღვიმის მონასტერს“ სარკინეთის კლდეებში, მცხეთიდან სულ რაღაც 40 წუთში და შეიტყობთ ყველაფერს საქართველოში ღვინის დაყენების 8000 წლოვან ისტორიაზე საგურამოს მარანში: ესტუმრებით „გურამიშვილის მარანს“ და განაგრძობთ მარშრუტს ჩრდილოეთის მთებისაკენ, კავკასიონის  მწვერვალის, ყაზბეგისაკენ, ნახავთ „გერგეტის სამების“ განუმეორებელ პანორამას, მე-15 საუკუნის „მცირე პარლამენტის“, ეკლესიის ტერიტორიას, მის შემოგარენ მწვერვალთა მასივებს,  თრუსოს უნიკალურ ხეობას და მინერალური წყლების აუზს_ ვეძას, მიუახლოვდებით საქართველო-რუსეთის ჩრდილოეთ საზღვარს, დარიალის მონასტერს, გველეთის ველურ ჩანჩქერს და ლოკალურ რესტორან „Terravino-”ში ეზიარებით ადგილობრივ ავთენტურ კერძებს  უნიკალურ გარემოში.

 

 

ბენეფიტები:

• ღვინის, კონიაკის, ლუდის ან მსგავსი სასმელების დეგუსტაცია;

• პირადი გამოცდილების გამდიდრება;

•  მრავალი ატრაქციის სულ რაღაც ხუთ დღეში მოხილვა;

•  საქართველოში ღვინის კულტურის 8000 წლიანი ტრადიციის ხილვა, გაცნობა, შესწავლა;

 

ტურში შემავალი ფასიანი მომსახურებებია:

 

  • პროფესიონალი გიდის სერვისი [ნებაყოფლობითია];
  • ტრანსპორტირება;
  • ღვინის დეგუსტაცია „გურამიშვილის მარანში“;
  • სარესტორნე კვება;
  • მასტერკლასები: (პურის ცხობა/ ხინკლის მოხვევა-დაგემოვნება);
  • მუზეუმების ბილეთები;
  • საცხენოსნო მომსახურება;
  • დელიკის დაქირავება Off-Road გზებზე (ყაზბეგი-თრუსო, სტანდარტული ტარიფი 20 ლ. კაცზე);
  • სამოგზაურო დაზღვევა;

 

ტურში შემავალი უფასო მომსახურებებია:

  • 3 სახეობის ღვინის და ჭაჭის ან  ბრენდის დეგუსტაცია ცისტერნებიდან „პატარძეულის ღვინის  საწარმოში“;
  • ეკლესია-მონასტრებსა და ატრაქციებზე შესვლა;
  • ბოთლი წყალი პერსონაზე 5 დღის განმავლობაში.

 

რა მოლოდინები უნდა გვქონდეს:

 5 დღიანი ტური თბილისიდან 250 კმ-ის რადიუსით.

 

1. დღე პირველი

ობიექტი: პატარძეულის მეღვინეობა კახეთის რეგიონში

პატარძეულის საწარმო კახეთში, საგარეჯოს რაიონში მდებარეობს, რომელიც სამი ძირითადი კორპუსისაგან და თითოეულ მათგანში ინდივიდუალურად ხდება ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის წარმოების ტექნოლგიური პროცესების გადანაწილება. აქ ერთ საათში 10 500 ბოთლი ბრენდის წარმოება ხდება. პატარძეულის საწარმო ალტერნატიული ენერგიის წყაროთი - მზის პანელებითაა აღჭურვილი, რომლებიც ელექტროენერგიის ბუნებრივი გზით მიწოდებას უზრუნველყოფენ. საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული ტურისტული სივრცე და ღვინის სახლი. საწარმო ყოველ დღე ათასობით ტურისტს მასპინძლობს. ეს არის ადგილი მასტერკლასებისთვის როგორიცაა: პურის ცხობა ტრადიციულ თონეში და ხინკლის მოხვევა.

ობიექტი: დავით გარეჯის მონასტერი,  „ცისარტყელისებური“ მთების პანორამა.

 ობიექტი: ადგილობრივი პოლონელი ექსპატის სიურეალისტური რესტორანი სოფელ „უდაბნოში“, დააგემოვნეთ სვანური კუბდარი [ერთგვარი ხორცის ღვეზელი], სურვილის შემთხვევაში, შეიძინეთ  სპეციფიკური სვანური მარილი.

ხანგრძლივობა: დაახლოებით 5/6 სთ.

განთავსება: თბილისი, სასტუმრო.

 

2. დღე მეორე

 

ობიექტი: ქალაქი მცხეთა.

მცხეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-თიანეთის რეგიონში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა. ამ ექსკურსიის ფარგლებში თქვენ ნახავთ, როგორც ულამაზეს ღირსშესანიშნაობებს, ასევე ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებს,  წარმართული ციხეებიდან_ არმაზის ციხე,  ლეგენდარულ ქრისტიანულ ტაძრებამდე_ სვეტიცხოველი (ხედები ჯვრის მონასტრიდან).

ობიექტი: შიომღვიმის მონასტერი XII ს. კომპლექსი ქალაქ მცხეთიდან 40 წუთში სარკინეთის კლდეებამდე.  

ობიექტი: გურამიშვილის მარანი.

გურამიშვილის მარანი საგურამოში, თბილისიდან 30 წუთის, ხოლო მცხეთიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. ამ ადგილს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის მარანი, სადაც კომპანია  კტვ მაღალი ხარისხის მშვიდ და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს. მარანი ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ოჯახს ეკუთვნოდა. დიდი ძალისხმევის შედეგად უძველეს მარანთან ერთად KTW ჯგუფმა საღვინე ვაზის იშვიათი ენდემური ჯიშები აღადგინა.  დღეს, გურამიშვილის მარანი ღვინოს და კლასიკური მეთოდით ცქრიალა ღვინოს რეგულარულად აწარმოებს. მარნის ძირითადი მიმართულება იშვიათი, ენდემური ყურძნის ჯიშისგან ღვინის წარმოებაა, რომელიც შერეულია ევროპულ ტრადიციულ მეთოდებთან (მუხის კასრებში და შამპანურის ტრადიციული მეთოდით).

საწარმოს ერთ დღეში 110 ტონა ყურძნის მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. ერთ საათში კი, 700-700 ბოთლ ღვინოსა და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს.

აქ თქვენ დაუვიწყარი ვახშამი გელით, მაგიდა 23 პერსონაზე [მაგიდის დაჯავშნა ტქვენთვის მისაღები მენიუთი შესაძლებელია ონლაინ ვიზიტამდე  2 კვირით ადრე]. აქ გელით: ტრადიციული ცოცხალი მუსიკაით;  ქართული  ტრადიციული ბალეტის შოუ, სუფთა ჰაერი და ტელეპორტაცია მე-19 საუკუნის საქართველოს ატმოსფეროში.

 

ხანგრძლივობა: 7/8 სთ

განთავსება : თბილისი, სასტუმრო.

 

დღე მესამე

ობიექტი: ჟინვალის წყალსაცავი  გუდაურის სამთო კურორტის მიმართულებით, 

ობიექტი: ანანურის ციხე_ შუა საუკუნეების ქართული ციხე-სიმაგრე.

 ანანური ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს, ამავე სახელწოდების სოფელში, თბილისიდან 64 კმ-ში, ჟინვალიდან 12 კმ-ში. XVI - XIX საუკუნის დასაწყისში ანანური იყო მთავარი დასაყრდენი დარიალის ხეობიდან დუშეთისა და რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალ გზაზე. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ადგილობრივ ფეოდალებს - ერისთავებს შორის მრავალრიცხოვან ომებში.

ობიექტი: გუდაურის მეგობრობის თაღი.

ობიექტი: სტეფანწმინდა /ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ლანჩი და დასვენება ყაზბეგის რესტორანში Terravino.

ობიექტი: გერგეტის სამება, ეკლესია [აღნიშნული დანიშნულების ადგილის მოსანახულებლად თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი მუდმივი ტრანსპორტი Delica Van-ზე_ 2 Delica's დაგელოდებათ Terravino-ს პარკინგზე, ერთში შესაძლებელია მხოლოდ 7 კაცის განთავსება].

განთავსება:   ერთი ღამე ყაზბეგის სასურველი კლასის სასტუმროში [სასტუმრო Rooms, Darchi]

ხანგრძლივობა: 7/8 სთ.

 

დღე მეოთხე

ობიექტი: დარიალის ხეობა, ეწვევით დარიალის მონასტერს რუსეთის საზღვარზე.

ობიექტი: დარიალიდან უკანა გზაზე, შეგიძლიათ მოინახულოთ გველეთის ჩანჩქერი (ფეხით ფეხით 3/5 კმ.), კავკასიური ფლორის 300-მდე უნიკალური სახეობა ერთდროულად ყვავის მაისის თვიდან ივლისის ბოლომდე.

ობიექტი: თრუსოს ხეობა  [დელიკას სერვისი, გადასხდომა გველეთის ჩანჩქერის პარკინგზე], ვეძას სამკურნალო თერმული წყლების აუზი, რელაქსაცია, [ბარბექიუ შესაძლებელია თვითმოსახურებით].

ობიექტი:  ლანჩი ყაზბეგში, Terravino.

განთავსება: ერთი ღამით გუდაურის სასტუმრო "მარკო პოლოში"/ Marco Polo

ხანგრძლივობა: 7/8 სთ.

 

დღე მეხუთე:

ობიექტი: თბილისი. მთაწმინდის პარკი 360 გრადუსიანი ხედით.

ობიექტი: სახვითი ხელოვნების მუზეუმი თბილისში.

განთავსება: დაბინავება სასტუმროში. ერთი ღამე თბილისში.

ხანგრძლივობა: 6/7 სთ.

 

ასევე, ჩვენ  გთავაზობთ:

  • სასტუმროს ადრეულ ჯავშანს 23 პერსონაზე აპრილ-ივნისისთვის: თბილისში, ყაზბეგში / სტეფანწმინდაში ან  გუდაურში;
  • დახმარებას ფრენის ბილეთების შეძენაში მისაღებ ფასად.


wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow